სამართალი არის ბუნებით განპირობებული ადამინთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების სისტება, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორმალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მისი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.
- სამართლის თეოლოგიური თეორია
მოძღვრება სამართლის წარმოშობის შესახებ მჭიდროდ არის დაკავსირებული სახელმფოს წარმოშობის კონცეფციებთან. იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში უმრავლეს შემთხვევაში უპირატესობას თეოლოგიურ თეორიას ანიჭებდნენ, რომლის თანახმად სამართალი ღვთიური წარმოშობისაა და ღვთის ნების გამოხატულებას გონების უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს . ბევრი რელიგიური მოაზროვნე ამტკიცებდა , რომ სამართალი არის ღვთისგან ბოძებული სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება.
თავის დროზე სამეცნიერო ლიტერატირაში განიხილებოდა სამართლის წარმოშობის ძალადობის თეორია. ეს მიმდევრობა სათავეს იღებს უფლებისა და ხელისუფლების გაიგივების მსურველთა თეორიებიდან, სადაც მოქმედებდა პრინციპი, რომ "ხელისუფლება არის სამართალი". ბირლინგმა ამ თეორიის მეცნიერული კრიტიკა მოგვცა ნაშრომში "ძირითადი იურიდიული კრიტიკისთვის" სადა იგი წერს, რომ ძალადობის თეორია არ გამოდგება სამართლის წარმოშობის თეორიის ახსნისთვის, რადგანაც ის სამართლის გენეზისის საკითხის ნაცვლად მიმართულია უფლებების განმსაზღვრელ თეორიად.
- ბუნებითი სამართლის თეორია
ბუნებითი სამართლის თეორია თავისიარსებობის სათავეს იღებს ანტიკური ეპოქიდან და შემთხვევითი არაა მისი პირველობა. საბჭოთა კაბშირში მას ფრაგმენტულად განიხილავდნენ, რადგან იგი დასავლურ მსოფლმხედველობად აღიქმებოდა. სამართლის მეცნიერებაში მრავალი საუკუნის მანძილზე გაბატონებული იყო მოძღვრება, რომ ბუნებითი სამართალიუ, არის უზენაესი, საყოველთაო და მარადიული სამართლის პრინციპები, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ყოველი ქვეყნის პოზიტიური სამართალი და რომელიც წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის შეფასების კრიტერიუმს. მკვლევართა აზრით, ბუნებითი სამართალი სამართლის იდეალისტური გაგებაა, რომლის მიხედვითაც სამართალს განაპირობებს თვით ადამიანის ბუნება. დემოკრიტესა და პროთაგორას აზრით კი ბუნებითი სამართალი არის იგივე ღვთაებრივი სამართალალი და მას შესწევს ძალა მოაწრესრიგოს ყველაფერი. ბენებითი სამართლის სკოლის მიმდევრების: ჰობსის, ლოკი, მონტესკიესა და სხვათა აზრით მოქმედი სამართალი მხოლოდფ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად, თუ იგი ბუნებითი სამართლის პრინციპებს შეესაბამება.
წარმოიშვა, უპირველესად როგორც ბენებითი სამართლის პოპოზიცია. ბუნებითი სამართლის თეორიისაგან განსხვავებით რომლისთვიოსაც უპირველესია ძირითადი უფლებები და თავიოსუფლებები, პ[ოზიტივიზმს შემოაქვს უფლებების ახალი ცნებები, რომლებიც დადგენილი და შექმნილია სამელმწიფოს მიერ.
სამართლის ისტორიული სკოლის შემქმნელები გერმანიაში ამტკიცებდნენ, რომ სამართალი კანონმდებლის მიერ კი არ დეკრეტირდება, არამედ ისტორიულად ყალიბდება. სამართლის ისტორიული სკოლა მჭიდრო კავშირშია რელიგიურ შეხედულებებთად. მაგალითად პუხტა ამტკიცებდა რომ "დამართალი ღმერთისგანაა ბოძებული"
სამართლის წარმოქმნის მიზეზებს ადამიანთა ფსიქიკაში ხედავს. სამნართალი, ამ თეორიის მიმდევართა აზრით ინდივიდის ფსიქიკის სფეროში არსებობს.
ამ თეორიის თანახმად ჰანს კელზენს, რუს იურისტ ნოვგოროდცევს და გერმანელ რუდოლფ შტამლერს სამართალი თვით სამართლისგან გამოჰყავთ. სამართალი, ამტკიცებდნენ ისინი, არ ექვემდებარება მიზეზობრივ პრინციპს. იგი საკუთარ თავში იძენს ძალას და არსებობის პრინციპს. ნორმატივიზმის თეორია ეფუძვნება შეხედულებას, რომ სამართალი არის კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში გამოხატული ნორმათა ერთობლიობა.
XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა. სოლიდარიზმის მიხედვით, საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერთპობა დამყარებულია ერთსულოვნების პრინციპზე, რაც განპირობებულია "მოთხიოვნილებათა ერთიანობით" და შრომის თანაბარი განაწილებით.
- რეალისტური სკიოლა (სოციალური მიმართულოება )
არის ყველაზე გავრცელებული სკოლა თანამედროვე სამართლის მეცნიერებაში. მისი ძირითადი თვისებებია
ა) სამართალი და საზოგადოება განიხილება როგორც მთლიანი მოვლენა
ბ) თეორია ამტკიცებს, რომ საჭიროა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობების შესწავლა და არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების;
გ) მოძღვრება აღიარებს, რომ სამართლის ფუნქციაა სოციალური თანასწორობა და სოციალური კონტროლის მიღწევა
სამართლის წარმოშობის მარქსისტული კონცეფცია მატერიალისტურია. მარქსიზმის მიხედვით სამართლის ფესვები ეკონომიკაშია, ამიტომ სამართალი არ შეიძლება ეკონომიკაზე მაღლა იდგეს.
No comments:
Post a Comment